ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი – ყველა დაიღუპა

  ვერტმფრენს, რომელიც გუდაურში, პარაპლანით ჩამოვარდნილი ირანელი ტურისტის გადასარჩენად მიფრინავდა, პოლოტი, პოლიციის პოლკოვნიკი ზაზა ლორია მართავდა. ვერტმფრენის შემადგენლობაში სულ 8 წევრი იყო. აქედან –  ეკიპაჟის 4 წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ექიმი. ტრაგედიის შედეგად ვერც ერთი გადარჩა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი აფეთქდა და მათი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა