„მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა“ – დეპუტატი ყაველაშვილი ამერიკის ელჩზე

მმართველი გუნდიდან წასული „სამეულის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკის ელჩის შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რთული მისახვედრი არ არის, რა უნდოდა ელჩს და რას ცდილობდა ბიძინა ივანიშვილისგან.

„ჩემთვის გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი – მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა და რადგან ხელისუფლებაზე ვერ მოხდა ზეწოლის განვითარება, ჩათვალეს ალბათ საჭიროდ, რომ რადგან ივანიშვილი ამ პარტიის დამფუძნებელია, გავლენა აქვს შეიძლება ხელისუფლებაზე, იქნებ ამ ადამიანის საშუალებით მოვახერხოთ ამ ზეწოლის განხორციელება,- ასეთია ყაველაშვილის პოზიცია კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები