ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სანქციების ქვეშ მოექცა. ლიეტუვამ პატრიარქს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. აღნიშნულის მიზეზი რუსეთის საომარი მოქმედებების მხარდაჭერა გახდა.

როგორც ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ,  ცნობით, პატრიარქი კირილი ე.წ. შავ სიაში იმის გამო მოექცა, რომ ის უარყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამართლებს და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

„პატრიარქი კირილი, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა, ის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამს დადებითი შეფასება რუსეთის აგრესიის შესახებ“, -ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

 

მსგავსი თემები