სასამართლომ 112-ის მიერ ჩამოჭრილი ყოველთვიური საფასური უკანონოდ ცნო – როგორ დავიბრუნოთ წართმეული თანხა?!

იურისტმა ლევან ალაფიშვილმა 112-ის წინააღმდეგ სასამართლოში დავა მოიგო. საუბარია 112-ის მიერ, მოქალაქეებისთვის მობილური ანგარიშიდან ყოველთვიური საფასურის იძულებით ჩამოჭრაზე.

ალაფიშვილმა სასამართლო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოიგო, რომელიც მთავრობამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო დავაც იურისტის გამარჯვებით დასრულდა.

„კიდევ მოვიგე! სააპელაციო სასამართლოშიც. 112-ის საფასური, რომელიც 8 წლის განმავლობაში 2020 წლამდე მეჭრებოდა, უნდა დააბრუნოს მთავრობამ. თანხა ბევრი არ არის მაგრამ, პრინციპი და კანონი არ იზომება. შეგახსენებთ, 2019 წელს საკონსტიტუციოც მოვუგე მთავრობას“, – წერს ლევან ალაფიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის 489-ე დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლომაც ანტიკონცტიტუციურად ცნო, სწორედ 112-ის საფასურის ჩამოჭრას ითვალისწინებდა.

დადგენილებით ფიზიკურ პირებს 112-სთვის ყოველთვიურად 0.20 ლარის გადახდა დაევალათ, იურიდიულ პირებს კი 0.50 ლარი.

პრეცენდენტი უკვე დადგა. ორი ისტანციის სასამართლომ მთავრბას  დაავალა ეს თანხა უკან დააბრუნოს, თუმცა, მომჩივანი ფიქრობს, რომ მთავრობა ვადას გაწელავს და არ გამორიცხავს უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივროს.

ეს თანხა მოქალაქეებს თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ ეჭრებათ. იურისტი ყველას ურჩევს, სასამართლოს მიმართოს და წართმეული თანხა დაიბრუნოს, რადგნაც პრეცენდენტი უკვე არსებობს.

8 წელია, მოქალაქეებს, მობილურის ანგარიშიდნ ყოველთვიურად აჭრიან თანხას. თანხას 3 მილიონ 200 000-ზე მეტ ადამიანს ეჭრება და ეს თანხა წელიწადში 8 მილიონ ლარს აღწევს.

მსგავსი თემები