„ეს კონკრეტული ადამიანები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები“ – კალაძე ევროდეპუტატებზე

ევროპარლმენტის იმ დეპუტატებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, კახა კალაძე კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებად მიიჩნევს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი საქართველოს მეგობრები არასდროს ყოფილან.

„ის ცალკეული განცხადებები, რომელსაც ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ვისმენთ, ეს არც მეგობრული განცხადებაა, არც პარტნიორული განცხადებაა, არანაირი ინტერესი მათ არ გააჩნიათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, იყოს განვითარებული, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ რეფორმები და ამ რეფორმებით იმ დიდი ოჯახის წევრი გავხდეთ, რასაც ევროპა ჰქვია. ეს კონკრეტული ადამიანები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და კონკრეტული პოლიტიკოსის მხარდამჭერები. შესაბამისად, მათ და მათ განცხადებებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს,“ – განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან.

მსგავსი თემები