„ეს არც მეგობრული განცხადებაა, არც პარტნიორული, არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს“ – კალაძე ევროპარამენტარებზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს  ბიძინა ივანიშვილს მიერ გავრცელებულმა წერილმა ბევრი კითხვა საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩინა. მათ შორის, ივანიშვილსა და საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს შორის გამართული შეხვედრასთან დაკავშირებით.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აშკარაა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ  ეს კონკრეტული ადამიანები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და კონკრეტული პოლიტიკოსის მხარდამჭერები.

„ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ის პოლიტიკაში აღარ არის, ასე რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და დარწმუნებული ვარ პასუხები გაეცემა… დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ეს ხომ ციდან მოტანილი თემა არ არის. თქვენ ხომ არაერთი განცხადება მოისმინეთ, თუ როგორ მოგვიწოდებდნენ პირდაპირ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი.

პირდაპირ იყო საუბარი ომში შეხიდებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან განვიცდით იმას, რაც უკრაინაში ხდება, ყველანაირად თანავუგრძნობთ, ჩვენი მხრიდან ყველა საერთაშორისო არენაზე ყველანაირად მხარდაჭერა აქვს, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გამოვდივართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები