,,შეიმჩნევა გარკვეული პოლიტიკური ძალების არსებობა, რომელთაც საქართველოში ომის გაჩაღება სურთ”- მიხეილ სარჯველაძე

,,ბიძინა ივანიშვილის წერილი ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, რადგან გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე პოზიცია არის წარმოდგენილი და დადებითად არის შესაფასებელი ის დამოკიდებულებები, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხებზე არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

უმრავლესობის წევრის თქმით, არსებობენ გარკვეული პირები ქვეყნის შიგნით და გარეთა, რომელთაც საქართველოში ომის გაჩაღება სურთ.

,,რაც შეეხება კონკრეტულ ეპიზოდს, რაზეც კითხვა დაისვა, არსებობს კითხვები, ბუნებრივია, გარკვეული ინტერესი კიდევ უფრო მეტად გააღვივა და შეხვედრის დადასტურებამ გარკვეული როლი ითამაშა ინტერესის გაზრდის თვალსაზრისით, მაგრამ სამწუხაროდ, ამ თემასა და გარკვეულ დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. უმჯობესია, დეტალებზე საუბრისგან თავი შევიკავო. სამწუხაროდ, იგრძნობა და აშკარად შეიმჩნევა გარკვეული პოლიტიკური ძალების არსებობა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომელთაც საქართველოში ომის გაჩაღება სურთ. ეს განპირობებულია სხვადასხვა მოტივაციით გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან. რაც შეეხება იმას, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად ვის შეიძლება, ჰქონდეს ამაში მონაწილეობის სურვილი, მზადყოფნა, განწყობა, ეს პოლიტიკური ძალები ვის წარმოადგენენ და ა.შ. ამის თქმისგან თავი უნდა შევიკავო, რადგან კონკრეტულ პირებზე მითითება გამიჭირდება. თუმცა, მესმის, რომ ამ თემაზე საზოგადოებაში ინტერესი არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები