,,დაველოდოთ სიუჟეტის გახსნას”- იაგო ხვიჩია ივანიშვილის წერილზე

,,გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია  ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, თუ რაზე ისაუბრეს ელჩმა დეგნანმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ შეხვედრის დროს. დეპუტატი აღნიშნული წერილი არის რაღაცის დასაწყისი და შემდეგი მოქმედებები წინ გვაქვს.

,,ჩვენ გავიგეთ, რომ ივანიშვილი შეხვდა ამერიკის ელჩს, მაგრამ რაზე ილაპარაკა არ ვიცით, ისაუბრა ომის საფრთხეზე, მაგრამ პოზიცია არ ვიცით, დაველოდოთ სიუჟეტის გახსნას, რომელიც მისი შემდეგი წერილებით გაიხსნება.

არაფორმალურ მმართველობას რაც შეეხება, არც არასდროს მეპარებოდა ეჭვი და არც არაფერი ახალი ამით არ გამიგია. უბრალოდ, იმ თამაშის გაგებას ვცდილობ, რომლის ნაწილიცაა ეს ყველაფერი. მთელი სურათი არის გაუგებარი და ეს პრობლემაა, მმართველობა ფორმალურია თუ არაფორმალური, ეს ვიცით და აქამდეც ვიცოდით”, – განაცხადა ხვიჩიამ.

,,შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა”- ბიძინა ივანიშვილი

მსგავსი თემები