,,მრცხვენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ვისაც მთელი საქართველო ედგა გვერდით, საბოლოოდ თავის სახედ კობახიძე დაიტოვა”- დავით ჭიჭინაძე

,,მართლა მრცხვენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ვისაც მთელი საქართველო ედგა გვერდით, საბოლოოდ თავის სახედ კობახიძე დაიტოვა,” – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ  მმართველი გუნდის წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით,  პოლიტიკურ ”მამას” ამზადებენ გარდაუვალი დასჯისთვის.

„მართლა მრცხვენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ვისაც მთელი საქართველო ედგა გვერდით, საბოლოოდ თავის სახედ კობახიძე დაიტოვა. შედეგიც შესაბამისია – ახალგაზრდებს, ქვეყნის მომავალს დღეს სწორედ ივანიშვილი ლანძღავს კობახიძის პირით.

“პავლიკა მოროზოვს” რაც ეხება, მე „მოროზოვებს“ მაგათ ვეძახდი უმრავლესობის სხდომებზე და გამართლდა კიდეც. რადგან, მოროზოვმა საკუთარი მამა დასაჯა, ესენიც, თავისი განცხადებებით, სწორედ თავის პოლიტიკურ მამას ამზადებენ გარდაუვალი დასჯისთვის“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები