უკრაინაში ბორის ჯონსონის პრემიერად დაბრუნებას ითხოვენ

უკრაინელებმა პეტიციას მოაწერეს ხელი, რომელიც ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეხება. კერძოდ, უკრაინელები ითხოვენ, ბორი ჯონსონი პრემიერად დაბრუნდეს.

„გთხოვთ, განიხილოთ ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობა და წარადგინოთ მისი კანდიდატურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გადაწყვეტილების დადებითი ასპექტები: ბორის ჯონსონის მსოფლიო მხარდაჭერა; მკაფიო პოზიცია უკრაინაში სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ; განათლება პოლიტიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ სფეროებში“, – უკრაინის პეტიცია ამ შინაარსით უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტიცია ოფიციალურად რომ განიხილოს, საჭიროა 25 000 ხმის მოგროვება.

 

მსგავსი თემები