სემეკმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ეფექტიანი რეფორმირებისათვის მორიგი რეგულაცია დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი)  ელექტროენერგეტიკული ბაზრის ეფექტიანი რეფორმირებისათვის „ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესები“ დაამტკიცა.  წესები ეფუძნება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს, სრულად ასახავს  ევროპული კანონმდებლობით გათვალისწინებულ დირექტივებსა და რეკომენდაციებს, არეგულირებს საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი სეგმენტს – ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე არსებულ ურთიერთობებს.

სემეკის მიერ დამტკიცებული „ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესები“ უზრუნველყოფს ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების მოწესრიგებას. წესებში მოცემული ნორმები შეეხება, როგორც პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ასევე შუამავლის (ბროკერის), მათ შორის, ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმის მეშვეობით დადებულ ხელშეკრულებებს.

 

 

 

 

 

მსგავსი თემები