,,ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე”- სუს-ის განცხადება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქის ქრისტინე თაკალანძის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს – (mcm.ge)

მსგავსი თემები