,,რაც გუშინ ვიხილეთ, იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. პაპუაშვილის თქმით, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია.

,,როგორც გახსოვთ, ეუთო/ოდირმა საკუთარ დასკვნაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თქვა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მედია ქცეულია პოლიტიკურ აქტივისტად. ეს არის, რასაც საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ბოლო ორი დღე ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაცია იყო გუშინ, სწორედ იმ დასმული კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე, რომელშიც შიგნითვე იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც, ყველაფერი, ეს იყო ალბათ მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით.

რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე. თითქოს რაღაც კითხვა არსებობს და ლეგიტიმური კითხვაა. არანაირი ლეგიტიმური კითხვა არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ, ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა თქვამ, რომ რაღაცა დაგუგლა, დაგუგვლაზე ჟურნალისტი რომ ააწყობს თავის კითხვას, დაგუგვლაზე მედია რომ ააწყობს სიუჟეტს, ეს აჩვენებს სწორედ, რამდენად მართალი იყო ეუთო/ოდირი, როდესც ის ამბობდა, რომ სამწუხროდ, მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეული,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,სიბინძურისგან ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირზე დუჟი მოადგა”- ირაკლი კობახიძე ჟურნალისტზე – (mcm.ge)

მსგავსი თემები