,,ვინც მხოლოდ პასუხზე “ბრაზდება”, ის “ტრენდს” აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძის მიერ ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მდინარაძის თქმით, მსგავსი  კითხვები „უზრდელობის, უტიფრობის, მავნებლობის და უბინძურესი შეურაცხყოფის გარდა, უდიდესი სიბნელეა”

,,კაგებეს” აგენტის შვილი არ ხართო? ეს ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის შვილს კი არა, არავის შვილს და არავის უნდა კითხო საერთოდ, არასდროს, არცერთ შვილს, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ სხვა.

უზრდელობის, უტიფრობის, მავნებლობის და უბინძურესი შეურაცხყოფის გარდა, უდიდესი სიბნელეა, ამავდროულად.

და თუ მაინც ასეთის მკადრებელი ხარ, პასუხი არ უნდა გაგიკვირდეს!

ვინც მხოლოდ პასუხზე “ბრაზდება”, ის “ტრენდს” აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენს”,- წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

,,შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ასევე, შენ არ ხარ ქალი – რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე”- ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს – (mcm.ge)

მსგავსი თემები