ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქე ქართული დაზვერვის დავალებით აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას.

დაკავებისას, საქართველოს მოქალაქეს თან ჰქონდა, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბანკო ბარათი,ქართული აფთიაქების ფასდაკლების ბარათები და  ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტები.

მსგავსი თემები