,,პარალელური ჯგუფები არაფერს აკეთებენ, ეს არის პიარული სვლა ევროკავშირის რეკომენდაციების საბოტაჟისთვის”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე  ევროკომისიის დადგენილ 12 პუნქტთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების შექმნას ეხმიანება.  მდინარაძის შეფასებით, მსგავსი ქმედებებით, ოპოზიცია ევროკავშირის რეკომენდაციებს საბოტაჟს უწყობს.

,,ტექნიკური პარლამენტის შექმნა უბრალოდ ხერხია, სამუშაო ჯგუფების შექმნაზე პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტი, მაშინ ვიაროთ ასე ჯგუფ-ჯგუფად და ვიმუშაოთ, ეს არის აბსოლუტური უმეცრება და უპასუხისმგებლობა გამომდინარე იქიდან, რომ პარალელური ჯგუფები არაფერს აკეთებენ, ეს არის სუსტი, პიარული სვლა ევროკავშირის რეკომენდაციების საბოტაჟისთვის”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსნებთ,  ოპოზიციამ ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები დღეს დაიწყო.

მსგავსი თემები