,,შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ასევე, შენ არ ხარ ქალი – რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე”- ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ,  უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ,,მთავარი არხის” ჟურნალისტს ასე უპასუხა:

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ..სირცხვილია, სახე დაკარგეთ..ნუ კანკალებ, სახე დაკარგე.

შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…. “ნაცმოძრაობის” გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე… რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც…სამარცხვინო შენ….“,- მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.

მსგავსი თემები