ევროვიზია 2023 დიდ ბრიტანეთში ჩატარდება

ევროვიზია 2023 დიდ ბრიტანეთში ჩატარდება.  როგორც წესი, კონკურსი გამარჯვებულ ქვყანაში ტარდება. 2022 წელს კონკურსში უკრაინამ გაიმარჯვა, თუმცა მიმდინარე ომის გამო, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით,  კონკურსი დიდ ბრიტანეთში ჩატარდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გამოეხმაურა:

,,გასულ კვირას, მე და პრეზიდენტი ზელენსკი შევთანხმდით, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად გაიმართება, ის უნდა ზეიმობდეს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს.

რადგან ახლა ჩვენ ვართ მასპინძლები, გაერთიანებული სამეფო შეასრულებს ამ დაპირებას პირდაპირ – და ჩაატარებს ფანტასტიკურ კონკურსს ჩვენი უკრაინელი მეგობრების სახელით”,-წერს ჯონსონი.

მსგავსი თემები