„თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას“ – სამეულის მორიგი წერილი კელი დეგნანს

„თქვენი განცხადებებიდან და დუმილიდან შემდეგი მყარი დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ: თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას , თქვენ თანაუგრძნობთ ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებთ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას“ – ასეთია მორიგი გზავნილი, რომელსაც დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის ელჩს უგზავნის.

როგორც „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები აცხადებენ,  ქვეყნის ნამდვილი პარტნიორები ასე არ იქცევიან.

„თქვენ ადასტურებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებთ მას, თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რა გზავნილიც გექნებოდათ მისთვის გადასაცემი, რთული გამოსაცნობი არაა – ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის დონეზე თქვენი დაცვა გადაწყდა, ჩვენ ერთ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, არა თქვენი პერსონალური გადაწყვეტილებები, არამედ საქართველოს მიმართ ამერიკის დღევანდელი სტრატეგიაა. უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოგმართეთ ღია წერილით და რამდენიმე კითხვით, რომელიც ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. თუმცა, სამწუხაროდ, არც ერთ ჩვენს კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია“ – წერენ დეპუტატები საკმაოდ ვრცელ წერილში.

 

მსგავსი თემები