,,საპანიკო არაფერი გვაქვს, ეპიდსიტუაცია მართვას სრულად ემორჩილება”- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში  კორონავირუსის ზრდის ტემპი შემცირებულია და მოსახლეობას, პანიკის საფუძველი არ აქვს.
მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია მართვას სრულად ემორჩილება.

„ზრდის ტემპი შემცირებულია, ამიტომ აქ, საპანიკო არაფერი გვაქვს. ეპიდსიტუაცია მართვას სრულად ემორჩილება, შემთხვევების რაოდენობა ძირითადად არის მსუბუქი და მართვა ბინის დონეზე მიმდინარეობს, ჰოსპიტალიზაცია შედარებით დაბალია და საქართველოში დღეისთვის სულ ჰოსპიტალიზებულია 600-მდე ადამიანი. ქვეყანაში არის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამალი, რომელიც მოქმედების ეფექტურობა 90%-მდე არის. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ავადმყოფი პირველი დღიდან მკურნალობს, ასეთ შემთხვევაში გართულების და საავადმყოფოში მოხვედრის ალბათობა ძალიან დაბალია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები