,,მაიმუნის ყვავილი“ ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საერთაშორისო განგაშის საგანი”- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საერთაშორისო განგაშის საგანი. მისივე თქმით, საქართველო ხვდება პირველი ჯგუფის ქვეყნებს შორის, სადაც ბოლო 21 დღის განმავლობაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპზე განსაკუთრებული მობილიზაციის საჭიროება ნამდვილად არ არის რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე.

„მაიმუნის ყვავილის“ შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, „მაიმუნის ყვავილი“ ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საერთაშორისო განგაშის საგანი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა ხვდება პირველი ჯგუფის ქვეყნებს შორის, სადაც ბოლო 21 დღის განმავლობაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რეკომენდაცია პირველი ჯგუფის ქვეყნებთან მიმართებაში არის კოორდინაციის უზრუნველყოფა, პრევენციის ზომების გაძლიერება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება რისკების შესახებ. სწრაფი გავრცელება „მაიმუნის ყვავილს“ არ ახასიათებს. „მაიმუნის ყვავილის“ გადაცემისთვის აუცილებელია მჭიდრო კონტაქტი. არის გარკვეული რისკის ჯგუფები – მოგზაურობის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მეტად სავარაუდო იყოს „მაიმუნის ყვავილის“ არსებობა. მთავარია აქ დროული დიაგნოსტიკა გავაკეთოთ და იმ პირის იზოლაცია, ვისაც საეჭვო ნიშნები აქვს.

ამ ეტაპზე განსაკუთრებული მობილიზაციის საჭიროება ნამდვილად არ არის რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე. ჯერ ერთი, „მაიმუნის ყვავილს“ არ ახასიათებს ისეთი სწრაფი და უკონტროლო გავრცელება, როგორც ეს არის რესპირაციული ვირუსების შემთხვევაში. როგორც იცით, ყვავილის ვაქცინაცია წარსულში ჩვენს ქვეყანაშიც ტარდებოდა და ეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს იმუნურს ხდის. მესამე არის ის, რომ ეს ვირუსი ახალი არ არის, მისი მიმდინარეობა და მართვის გზები ნაცნობია და აქედან გამომდინარე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ვფიქრობთ, განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არის. მოსახლეობას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რომ პირველივე საეჭვო ნიშნის შემჩნევის შემთხვევაში მივიდეს ექიმთან და ექიმი მას შესაბამის გამოკვლევას და მკურნალობას დაუნიშნავს“,

მსგავსი თემები