,,პუტინმა რუსები არა მხოლოდ გაასულელა, არამედ მორალურად დაშალა”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუს დედებს უკრაინაში დაღუპული შვილების ცხედრების გადასვენება არ სურთ.

მისივე თქმით, კომპენსაციისთვის რუსეთის ხელისუფლება გარდაცვლილთა ოჯახებს ავტომობილებს ყიდულობს.

„ჩვენ გვქონდა ათობით შემთხვევა, როცა პატიმარს მიეცა საშუალება დაერეკა ნათესავებთან და დედების პირველი შეკითხვა იყო: „ვერაფერს მივიღებ შენთან საუბრით?“ და არა კითხვა „როგორ ხარ?“ მთელი დროის განმავლობაში მხოლოდ ერთი ოკუპანტის დედამ გამოაგზავნა წერილობითი დასტური, რომ მზად იყო წაეყვანა შვილი ტყვეობიდან, მაგრამ, ცხადია, ახლობლებმა შეაჩერეს იგი და ის არასოდეს მოსულა. არაერთი ისტორიაა იმის შესახებ, თუ როგორ ყიდულობენ რუსებს ავტომობილებს შვილის, ქმრის, მამის ან ძმის გარდაცვალების კომპენსაციისთვის. პუტინმა რუსები არა მხოლოდ გაასულელა, არამედ მორალურად დაშალა ისინი”,- განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები