,,უკრაინელი სამხედროები ისე დაასუსტებენ ოკუპანტებს, რომ შეტევას უბრალოდ ვერ შეძლებენ”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ისე დაასუსტებენ ოკუპანტებს, რომ შეტევას უბრალოდ ვერ შეძლებენ. მისივე თქმით, ამის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავლენ.

„უკრაინელი სამხედროები ისე დაასუსტებენ ოკუპანტებს, რომ შეტევას უბრალოდ ვერ შეძლებენ. კონტრშეტევის მთავარი პირობაა მტრის შეტევის უნარის შეჩერება. წინააღმდეგ შემთხვევაში წინსვლას აზრი არ აქვს, რადგან საპასუხო კონტრშეტევებს წავაწყდებით და ყველა დაგროვილი ძალა საპასუხო ბრძოლებზე დაიხარჯება. ჩვენ ამას ვაკეთებთ მანევრული თავდაცვის ჩატარებით იმ ადგილებში, სადაც ისინი ცდილობენ შეტევას, სადაც რუსული ძალების 60 პროცენტი კონცენტრირებულია იზიუმიდან ბახმუტამდე და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების საზღვრამდე. ახლა იმ 130-150 ათასი რუსი ჯარისკაცის 60 პროცენტი აქ არის, რომლებიც, პრინციპში, აქ იბრძვიან. ასე რომ, რუსეთის არმიამ დაახლოებით სამი კვირის წინ მიაღწია პლატოს და ამ პლატომ ნელ-ნელა დახრა დაიწყო, ჩვენ კი პირიქით, იმპულსის მატება დავიწყეთ. სწორედ მაშინ, როცა ეს ორი გრაფიკი ერთმანეთს დაემთხვევა, ჩვენ შეტევაზე გადავალთ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები