აშშ-ში რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას განიხილავენ

უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბიჯიტ ბრინკის განცხადებით, აშშ-ში რუსეთის  ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას განიხილავენ.

„ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, თუმცა, ეს მოითხოვს ფრთხილ ანალიზს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, მათ შორის ბევრ ისეთს, რომელიც გამოყენებული იქნებოდა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ასეთ სპონსორს წარმოადგენს. თუმცა, ჩვენ ასევე სერიოზულად განვიხილავთ მსგავს განცხადებას და გავაგრძელებთ რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩვენი კანონების შესაბამისად“, – განაცხადა ბრინკმა.

ელჩის შეფასებით, აშშ ყველაფერს აკეთებს რუსეთზე ზემოქმედებისთვის და მის შესაჩერებლად.

მსგავსი თემები