„თავდასხმა მაღალი სიზუსტის რაკეტით განხორციელდა“ – რუსული მხარე ოდესის დაბომბვაზე

რუსეთის მხრიდან ოდესის ნავსადგურის დაბომბვას მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან და ბარბაროსობად აფასებენ. რუსული მხარე კი ტრაბახობს, რომ ეს იყო თავდასხმა „მაღალი სიზუსტით“.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ავრცელებს. თან, განმარტავს, რომ დარტყმების სერიის სამიზნე, სავარაუდოდ, ნავი იყო და არა მარცვლეულის საწყობები.

„რაკეტებმა გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა და უკრაინული სამხედრო ნავი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე მაღალი სიზუსტით დარტყმით”, – წერს ზახაროვა.

 

მსგავსი თემები