„პრეზიდენტმა აქამდე უარყოფითი როლი შეასრულა ქვეყნის ევროინტეგრაციაში“ – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს, ევროინტეგრაციის გზაზე უარყოფით ქმედებებში ადანაშაულებს.

„როდესაც პრეზიდენტი ჩადის ბრიუსელში, მერე კი ჩამოდის და ამბობს, რომ შარლ მიშელმა რაღაცები უთხრა და მას პასუხი არ ჰქონდა, ესეც არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ რატომ უნდა წავიდეს ვიზიტით მთავრობა და არა პრეზიდენტი. მთავრობა როდესაც მიდის, ის ობიექტურად და სუბიექტურადაც დაინტერესებულია, ბოლომდე დაიცვას ქვეყნის პოზიციები, მთავრობის პოზიციებიც და ქვეყნის პოზიციებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც აკრიტიკებს მთავრობის, პარლამენტის, ან მმართველი გუნდის საქმიანობას, მთავრობა სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, საკუთარი პოზიციები დაიცვას, პრეზიდენტს კი ეს ინტერესი არ აქვს. ფაქტია, პრეზიდენტმა აქამდე უარყოფითი როლი შეასრულა ქვეყნის ევროინტეგრაციაში“ – აცხადებს კობახიძე.

მსგავსი თემები