„დაისვამ ზურგზე და კბენის მეტი არაფერი შეუძლიათ“ – ირაკლი კობახიძე „ნაციონალებზე“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მუდმივად „კუ და მორიელის“ იგავ-არაკში არიან, რადგანაც, დაისვამ ზურგზე და მაინც იკბინებიან.

„ევროპარლამენტარებთან  შეხვედრა მეგობრულ სტილში გაიმართა.  გავაცანით ჩვენი გეგმები, მათ შორის, 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ძირითადად, ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა მსჯელობა. ვუთხარით ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, რომ 12-ვე პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დეტალური გეგმა, რაც გულისხმობს პასუხისმგებელი სუბიექტების განსაზღვრას, ფორმატების შეთავაზებას, ვადებს და ა.შ.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათი საქმეა, რას გააკეთებენ და რას არა, ჩვენ, ასეც და ისეც, კეთილსინდისიერად უზრუნველვყოფთ 12-ვე პუნქტის შესრულებას ევროპული სტანდარტების მიხედვით. მუდმივად ვართ „კუ და მორიელის“ იგავ-არაკში.  დაისვამ ზურგზე და კბენის მეტი არაფერი შეუძლიათ. მათ არ შეუძლიათ, რაღაც პროცესში შემოვიდნენ კონსტრუქციულად. ეს არის მათი ბუნება“ – აცხადებს კობახიძე.

 

მსგავსი თემები