„პატრიარქი 90 წლის რომ გახდება, გადადგომას აპირებს“ – მამა ანდრია სარია

მამა ანდრია სარიას ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პატრიარქი საკუთარი 90 წლის იუბილეზე გადადგება.

„ახალ-ახალი, ცხელი ინფორმაციაა საპატრიარქოდან გამოსული, პატრიარქი 90 წლის რომ გახდება, გადადგომას აპირებს. ეს იქნება ერთგვარი გაცილებაც. გამოდის, რომ იუბილეც ექნება და ამავე დროს გაცილებაც, მაგრამ რამდენად გამართლდება ეს, ამას ჩვენ შევხედავთ და დავაკვირდებით. სხვათა შორის, საპატრიარქოსთვის ყველაზე ხელსაყრელი მომენტი იქნება, მის სიცოცხლეშივე მოხდეს ძალების გადანაწილება.

ეს ყველაზე ხელსაყრელი მომენტია, იმიტომ რომ საპატრიარქო სადავეები ახლა უჭირავს რუსეთს ყველაზე კარგად. მათ არ იციან სამომავლოდ, როგორ დაუსხლტებათ ეს სადავეები. შესაბამისად, ახლა უნდა იმუშაონ ყველაზე მეტი და არც გამიკვირდება 90 წელსაც რომ არ დაელოდონ და მანამდე გამოაცხადონ” – აცხადებს მამა ანდრია სარია.

მსგავსი თემები