უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი სექსუალურ ძალადობის 150-ზე მეტ შემთხვევა ოფიციალურად დასტურდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ორგანიზაციამ უკრაინაში  რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო. ძალადობის ფაქტები ბავშვების მიმართაც არის განხორციელებული.

„გაერო-მ ქალების, ბავშვებისა და მამაკაცების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო. ეს არის გაუპატიურება იარაღის მუქარით ოჯახის წევრების თანდასწრებით… სექსუალური ძალადობა არის დანაშაული, რომლის შესახებაც ქრონიკულად არასაკმარისი ინფორმაცია არსებობს. სექსუალური ძალადობა, ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ფორმა, რომელიც სამხედრო კონფლიქტების დროს ძირითადად ჩადენილია ქალებისა და გოგოების მიმართ, მაგრამ ასევე მამაკაცებისა და ბიჭების წინააღმდეგ. ეს ტოვებს საშინელ ნაკვალევს ცალკეული ადამიანების ცხოვრებაზე და მთლიან საზოგადოებაზე, ეს ანგრევს ოჯახებს, შედეგები კი იგრძნობა რამდენიმე თაობის განმავლობაში“,- აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი პრამილა პატენი.

მსგავსი თემები