„კრემლი აგრძელებს სურსათის იარაღად გამოყენებას“ – აშშ-ის ელჩი უკრაინაში

ოდესის ნავსადგურზე განხორციელებულ რუსულ სარაკეტო თავდასხმას ელჩი ბრიჯიტ ბრინკი ეხმიანება.

„აღმაშფოთებელია. რუსეთი საპორტო ქალაქ ოდესას სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში ურტყამს. კრემლი აგრძელებს სურსათის იარაღად გამოყენებას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს“, – წერს აშშ-ის ელჩი უკრაინაში.

შეგახსენებთ, ოდესაზე ოთხი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

 

მსგავსი თემები