„არ შეიძლება, უსამართლო კრიტიკას ვუწოდოთ კრიტიკა და  არგუმენტირებულ შეკითხვებს დავარქვათ თავდასხმა“ – კობახიძე

თეთრი სახლის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ამერიკის ელჩს თავს ესხმიან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობს და აცხადებს, რომ არ შეიძლება, უსამართლო კრიტიკას ვუწოდოთ კრიტიკა და ამავდროულად,  არგუმენტირებულ შეკითხვები დავარქვათ თავდასხმა.

მისი თქმით, ისმის კითხვები, რომელსაც ელჩმა დეგნანმა პასუხები მარტივად უნდა გასცეს.

„აქ შეიძლება, მარტივად გაეცეს პასუხები ამ შეკითხვებზე და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. თუმცა, როდესაც ელჩი პასუხს არ სცემს შეკითხვებს, ასეთ დროს საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად უღრმავდება ეჭვები და ეს არის საშიში. ძალიან მნიშვნელოვანია, საჯაროდ დასმულ შეკითხვებს, ეს ეხება იგივე მოსამართლის თემას, ომის რიტორიკისგან გამიჯვნას, მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს პასუხი გაეცეს. იგივე ეხება შეკითხვას  მაგალითად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით. როდესაც კითხვა ისმება იმაზე, თუ რამდენად შეხვდა ელჩი ომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს, აქაც ბუნებრივია, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია პასუხის მოსმენა, თუმცა ეს დღეს ვერ მოვისმინეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე კითხვების დასმის თავდასხმად შეფასება არასწორია.

„ბუნებრივია, ამ კითხვებზე პასუხების მოსმენა არის მნიშვნელოვანი და ვერც ერთი შესაბამისი განცხადება, ბუნებრივია, ვერ შეფასდება თავდასხმად. ჩვენ ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, უცხოელი პოლიტიკოსების კრიტიკა, უსამართლოც, უნდა შეფასდეს, როგორც კრიტიკა და ჩვენი არგუმენტირებული შეკითხვებიც კი ფასდება, როგორც თავდასხმა, რაც არ არის სამართლიანი“ – აცხადებს კობახიძე.

მსგავსი თემები