უეფამ საქართველოს საჩივარი დააკმაყოფილა, „ბასიანმა“ შესარჩევი ეტაპი გადალახა

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივი საჩივარი დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც, მოყვარულთა ლიგის 2021 წლის სეზონის გამარჯვებულმა სამოყვარულო საფეხბურთო კლუბმა ,,ბასიანი“ ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის – უეფას რეგიონთა თასის შესარჩევი ეტაპი ოფიციალურად გადალახა.

საჩივარი ყაზახეთის წარმომადგენელ „კესკელენთან“ 27 ივნისს გამართულ მატჩს ეხებოდა, რომელშიც, ყაზახური გუნდის შემადგენლობაში, რეგიონთა თასის დებულების დარღვევით, პროფესიონალმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.

მომდევნო – შუალედურ ეტაპზე „ბასიანი“ მონაწილეობას ევროპის 31 ქვეყნის წარმომადგენელ სამოყვარულო საფეხბურთო კლუბთან ერთად მიიღებს.

 

მსგავსი თემები