ამერიკის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინფიცირებულია. თეთრი სახლი ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს „პაქსლოვიდით“ მკურნალობენ.  თეთრი სახლის ინფორმაციით, მას ძალიან მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

აშშ-ის პრეზიდენტი იზოლაციის პერიოდს თეთრ სახლში გაატარებს. პრეზიდენტი ორჯერ არის ვაქცინირებული და ბუსტერ დოზებიც აქვს გაკეთებული.

 

მსგავსი თემები