პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ის ჯანმრთელადაა და კლინიკაში არ იმყოფება

რუსული მედიის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მძიმე მდგომარეობით კლინიკაში გადაიყვანეს თავად პრეზიდენტი პასუხობს. მისი თქმით, კარგადაა და კლინიკაში არც გადაუყვანიათ.

„რუსეთმა კიდევ ერთი ყალბი ნიუსი გაავრცელა, რომ თითქოს, სახელმწიფოს არ ხელმძღვანელობს პრეზიდენტი ზელენსკი, რადგან ის საავადმყოფოშია, უფრო სწორად, რეანიმაციაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. თუმცა ახლა მე ოფისში ვარ”, – განაცხადა მან ვიდეომიმართვისას.

 

მსგავსი თემები