„არც ერთი ამ შეხვედრის დროს მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება“ – კელი დეგნანი  

კელი დეგნანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია, არ შეხვედრია. ხოლო მაშინ, როცა შეხვედრები ჰქონდა, არც ერთხელ უცდია მისი დაშანტაჟება. ელჩის თქმით, გასაკვირია, რატომ აკეთებს დეპუტატი ამგვარ განცხადებას, რომელიც არაფერს ეფუძნება.

ამით, კელი დეგნანმა დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს უპასუხა, რომელმაც გააჟღერა ინფორმაცია, შეხვდა თუ არა ელჩი ბიძინა ივანიშვილს. კერძოდ, ყავლაშვილმა ელჩს ასე მიმართა: „იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი“.

„როდესაც ამის შესახებ სამშაბათს მკითხეს, არ მქონდა წაკითხული კომენტარები. არ მიყვარს კომენტარის გაკეთება მაშინ, როდესაც ფაქტები არ მესმის, ზოგიერთისგან განსხვავებით, ვისაც მოსწონთ კომენტარების კეთება ინსინუაციებზე, სპეკულაციებსა და ჭორებზე დაყრდნობით, თუმცა ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ მე არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია. საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო 2,5 წლის განმავლობაში ყველა შეხვედრისას მე ყოველთვის ვარწმუნებდი მას საქართველოს მოსახლეობისადმი აშშ-ის სრულ მხარდაჭერაში და საქართველოს მთავრობასთან მუშაობის სურვილში საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის.

არც ერთი ამ შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება. რაც მარტივია, მე ვარ დიპლომატი და შესაბამისად, ამას შეურაცხყოფად არ მივიღებ, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, ეს არ არის სიმართლე. უნდა ვთქვა, რომ ცოტა მიკვირს, რატომ აკეთებს ეს დეპუტატი ამ განცხადებას, რომელიც არაფერს ეფუძნება, ვინაიდან მე მას არ ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ის არ მონაწილეობდა ბატონ ივანიშვილთან რომელიმე ჩემს შეხვედრაში. ასე რომ, მე ცოტა გაკვირვებული ვარ მისი მოტივით ამ განცხადების გაკეთებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

 

 

მსგავსი თემები