„იყო მინიშნებები, რომ საქართველო უნდა შეხიდებოდა უკრაინას და არ ვიცი, ალბათ ომი უნდა დაგვეწყო“ – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველო უკრაინას გულშემატკივრობს, თუმცა, მოქმედებ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მისი განცხადებით, იყო პირდაპირი მინიშნებები, რომ საქართველო ჩართულიყო კონფლიქტში.

„პირველ რიგში გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვგულშემატკივრობთ უკრაინას, გული შეგვტკივა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და კიდევ ერთხელ მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ყოველთვის გაგვიხარდება მათი წარმატება. ყოველთვის გაგვიხარდება უკრაინის ხელისუფლების წარმატება და ჩვენ ვართ პირველი გულშემატკივრები, მაგრამ არაერთხელ აღვნიშნეთ და ხაზი გავუსვით, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მიუხედავად იმისა, რომ იყო პირდაპირი მინიშნებები, პირდაპირი განცხადებები, რომ საქართველო უნდა შეხიდებოდა უკრაინას და არ ვიცი, ალბათ ომი უნდა დაგვეწყო  – აქაც დანგრეული ქალაქები, გაუბედურებული ოჯახები, გარდაცვლილი ადამიანები, ეს კატეგორიულად მიუღებელია“ – აღნიშნა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები