,,მე არაფერს აღვიქვამ პერსონალურად, წარმოვადგენ აშშ-ის პრეზიდენტსა და ხალხს”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს პერსონალურად არ აღიქვამს, რადგან აშშ-ის მოსახლეობას და პრეზიდენტს წარმოადგენს.

„მან თქვა, რომ ეს არ არის ის, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ დიპლომატი, მე წარმოვადგენ აშშ-ის მოსახლეობას. იქიდან, რაც აქ ხდება, მე, როგორც ელჩი, არაფერს აღვიქვამ პერსონალურად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის პრეზიდენტს. ის, რაც ბატონმა პრაისმა თქვა, სიმართლეა. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პატივისცემა, ერთმანეთს უნდა მოვეპყრათ როგორც პარტნიორები, რომლებიც ვართ. ვფიქრობ, ეს არის, რაც უნდა იყოს პრიორიტეტული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, საქართელოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული.

,, ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოსახლეობას და თქვენს მისწრაფებებს, გახდეთ სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. როგორც მოისმინეთ ნედ პრაისისგან, ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება აქ, საქართველოში, დიდი ინტერესით აკვირდება ამბებს და აქ განვითარებულ მოვლენებს, რადგან საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ამ ქვეყნის წარმატებაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვუჭერდით მხარს საქართველოს ასე მჭიდროდ და ფართოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი თემები