დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში – ასლან ბჟანია რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას აპირებს

დაპირისპირება დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში –  გულრიფშის რაიონში არსებულ კულტურის სახლში, სადაც საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ადგილობრივებთან შეხვედრას მართავდა ვითარება დაიძაბა.

არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების ოპონენტებს არ მიეცათ შესაძლებლობა ბჟანიას შეხვედრას დასწრებოდნენ.  რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. ბჟანიას შეხვედრის შეწყვიტა მოუწია, შენობაში დაწყებული ჩხუბი კი ქუჩაში გაგრძელდა.

დაპირისპირების მიზეზი, ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებაა. საუბარია ბიჭვინთაში 184 ჰექტარის ფართობის მიწაზე, რომელსაც დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს და რომლის რუსეთისთვის გადაცემასაც საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს.

,,გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა”- ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი – (mcm.ge)

მსგავსი თემები