,,ივან ჩაი” უფრო სასარგებლოა, ვიდრე “კოკა კოლა”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა   სოფლის მეურნეობის მინისტრ, დიმიტრი პატრუშევს რუსული წარმოების სასმელის, “ივან ჩაის” წარმოების განვითარება დაავალა. პუტინის მტკიცებით, მცენარეული სასმელი ბევრად ჯანსაღი და სასარგებლოა, ვიდრე კოკა-კოლა, რომელიც მისი აზრით, “ქიმიაა”.

ფორუმზე “ძლიერი იდეები ახალი დროისთვის”, ალექსანდრე ხლინოვი ივან ჩაის მწარმოებელთა კავშირიდან მივიდა პუტინთან და შესთავაზა ტრადიციული სასმელის წარმოება რუსეთში. „რა თქმა უნდა, ის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ნებისმიერი კოკა-კოლა, ის მხოლოდ ქიმიაა“, – დაეთანხმა პუტინი.

მსგავსი თემები