,,უკრაინამ შეიძლება დაკარგოს სუვერენიტეტის ნარჩენები და გაქრეს მსოფლიო რუკიდან”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი კვლავ იმუქრება. მისი თქმით, უკრაინამ შეიძლება დაკარგოს სახელმწიფო სუვერენიტეტის ნარჩენები და გაქრეს მსოფლიო რუკიდან.

„ქალაქის გიჟებმა“ კი, რომლებიც საკუთარ თავს ევროკავშირის ხელმძღვანელობას უწოდებდნენ, სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან და აიძულებენ უბედურ უკრაინელებს, სიცოცხლე შესწირონ ევროკავშირში გაწევრიანებას. იმ ყველაფრის შედეგად, რაც ხდება, უკრაინამ შეიძლება დაკარგოს სახელმწიფო სუვერენიტეტის ნარჩენები და გაქრეს მსოფლიო რუკიდან“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

მედვედევის თქმით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის საზღვრებს უახლოვდება, რაც  გლობალური კონფლიქტის რეალურ საფრთხეს ქმნის.

მსგავსი თემები