ევროპარლამენტარები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

ევროპარლამენტის  დელეგაცია სოფელ ოძისში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდა. ევროპარლამენტარები რუსეთის აგრესიის შედეგებს გაეცნენ.

ევროპარლამენტის წევრები სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და იქ არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მათგანაც მიიღეს.  მათ ასევე  სოფელ ახმაჯში განთავსებული რუსული ბაზების ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარები დღეს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის წევრებს შეხვდებიან.

მსგავსი თემები