აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განმარტებას აკეთებს

„ბევრი ჭორი ვრცელდება პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ და რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ის ზედმეტად ჯანმრთელადაა“, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა უილიამ ბერნმა კოლორადოში უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასატაბილურია ან ის ავად არის.

„ის დარწმუნებულია, რომ მისი, როგორც რუსეთის ლიდერის დანიშნულებაა, აღადგინოს რუსეთი, როგორც დიდი ძალის მქონე სახელმწიფო. მას მიაჩნია, რომ ამისთვის საკვანძოა რუსეთის სამეზობლოში გავლენის სფეროს ხელახლა შექმნა და მას არ შეუძლია ამის გაკეთება უკრაინის კონტროლის გარეშე“,  – განაცხადა უილიამ ბერნსმა.

მსგავსი თემები