„ვაი, თუ კარგად არ არის ინფორმირებული”- მიხეილ სარჯველაძე ნედ პრაისზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას ეხმიანება. სარჯველაძის თქმით, შესაძლოა, ნედ პრაისი კელი დეგნანის მიმართ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით “კარგად ინფორმირებული არ არის”.

„ვაი, თუ კარგად არ არის ინფორმირებული ან მისკომუნიკაციას აქვს ადგილი კვლავ, რადგან ამ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა აშშ-ის ელჩზე თავდასხმას. ამას ვერ დავეთანხმები და არ მგონია, რომ სწორი შეფასება იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები