ნენსი პელოსმა ენტონი ბლინკენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა

გამოცემა „პოლიტიკო“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა ენტონი ბლინკენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა.

კონგრესში აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფო დეპარტამენტის გარეშეც შეუძლიათ, რითაც დამოუკიდებლად გაზრდიან ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე.

„არ არსებობს სამართლებრივი მიზეზი, რის გამოც კონგრესი ვერ მიიღებს კანონს, რომელიც ფაქტობრივად აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. კონგრესის მიერ მსგავსი კანონმდებლობის მიღება უფრო რთული გზაა, ვიდრე ამას სახელმწიფო მდივანი გააკეთებდა, მაგრამ ეს მისცემს ბაიდენის ადმინისტრაციას პოლიტიკურ საფარს, რომელიც საჭიროა ეკონომიკური ზეწოლისა და პუტინის წინააღმდეგ რიტორიკის გასაძლიერებლად“, – განაცხადა კონგრესის წარმომადგენელმა.

 

მსგავსი თემები