,,საქართველოს შეფასება გაგრძელდება მისი დამსახურებების შესაბამისად”- დევიდ მაკალისტერი

,,ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას, რათა მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში იცხოვროს. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა შეასრულონ ეს ლეგიტიმური სურვილები,”- ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ბრიფინგზე განაცხადა.

ევროპარლამენტარის განმარტებით, ევროკავშირის გაფართოება რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას.

,,მინდა ევროპარლამენტის პოზიცია გავიმეორო, გაფართოება რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას, რომელიც ეხება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკასა და  ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობას. ეს პროცესი ეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს და არ ექვემდებარება ვაჭრობას.  საქართველოს შეფასება გაგრძელდება მისი დამსახურებების შესაბამისად თუ როგორ წარმატებულად დააკმაყოფილებს ის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს ევროკავშირის კანდიდატურისთვის.

ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას, რათა მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში იცხოვროს. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა შეასრულონ ეს ლეგიტიმური სურვილები. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენი ვიზიტით შევძლებთ ამ პროცესში გარკვეული იმპულსი შევქმნათ.

დაბოლოს, საქართველომ გადაწყვიტა საკუთარი მომავალი –  სად უნდა იყოს. ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიზანი მის კონსტიტუციაშია ასახული და დიდი მხარდაჭერაც აქვს. ახლა დროა, საქართველომ დამაჯერებელი ნაბიჯები გადადგას ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად. ჩვენ, როგორც ევროპარლამენტი, მოხარულები ვიქნებით მხარი დავუჭიროთ თქვენ ქვეყნას,”- განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

მსგავსი თემები