,,ამერიკელებთან ახლოს დარჩი, დაიცავი უკრაინელები და დაიცავი თავისუფლება”- ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მან მისია დიდწილად შეასრულა.

„ჩვენ დავეხმარეთ, მე დავეხმარე ამ ქვეყანას პანდემიის გადალახვაში და დავეხმარე სხვა ქვეყანას, რომ ბარბაროსებისგან გადარჩენილიყო და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს საკმარისია გასაგრძელებლად. მისია დიდწილად შესრულებულია. აქ ყველას მადლობა მინდა გადავუხადო და Hasta la vista, baby”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმისას ჯონსონმა მომავალ პრემიერ-მინისტრს ასეთი რჩევა მისცა:

,,მინდა, გამოვიყენო ბოლო რამდენიმე წამი, რათა რამდენიმე რჩევა მივცე ჩემს მემკვიდრეს, ვინც იქნება ის. პირველი – ამერიკელებთან ახლოს დარჩი, დაიცავი უკრაინელები და დაიცავი თავისუფლება და დემოკრატია ყველგან“, – აღნიშნა  ბორის ჯონსონმა.

მსგავსი თემები