„კავშირები, რომ არსებობდა გოგაშვილს  და „ნაცმოძრაობას“ შორის, ეს არის დღესავით ნათელი”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღესავით ნათელია, რომ სოსო გოგაშვილსა ,,ნაციონალურ მოძრაობას” შორის გარკვეული კავშირები არსებობდა. მისივე თქმით, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს „ნაცმოძრაობის კუთვნილ” მედია საშუალებებთან ჰქონდა პირდაპირი კავშირი.

„კავშირები, რომ არსებობდა მასსა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ეს არის დღესავით ნათელი. მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედია საშუალებებთან ჰქონდა პირდაპირი კავშირი. რას ეფუძნებოდა ეს არ ვიცოდით, ახლა რაღაც ეჭვები, როგორც ჩანს გაჩნდა, არის რაღაც მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, ამით ყველა უნდა დაინტერესდეს მათ შორის, შეიძლება გამოძიებაც დაინტერესდეს ამ ყველაფრით“, – განაცხადა ირაკლი  კობახიძემ.

მსგავსი თემები