,,რუსეთს მიაქვს უნიკალური ისტორიული ადგილი ბიჭვინთა, ამაზე სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან არც ერთი განცხადება არ მოგვისმენია”- თეონა აქუბარდია 

,,როცა აცხადებთ, რომ არ გაუტარებთ აშშ-ის ელჩს და ღიად ატარებთ ოკუპაციას და შემდგარ ანექსიას, ამაზე დუმილს ამჯობინებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ დიდი გული დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით,  როდესაც მმართველი გუნდი ღიად არ ეწინააღმდეგება აფხაზეთში აქტიურად მიმდინარე ანექსიურ პროცესებს, საქართველოს აყენებს საფრთხის წინაზე, რომ მარტო დარჩეს რუსეთთან.

„2 დღეა აფხაზეთში მიმდინარეობს მძიმე პოლემიკა და პროტესტი იმ ე.წ. ხელშეკრულებაზე, რომელიც ბიჭვინთის რუსეთისთვის მფლობელობაში გადაცემას ითვალისწინებს. საუბარია ისტორიულ კომპლექსზე თავის სანაპირო ზოლით, საუბარია იმაზე, რომ რუსეთს მიაქვს უნიკალური ისტორიული ადგილი ბიჭვინთა და ეს რიგით მეორე ანექსიის შემდგარი ფაქტია. ამაზე სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან არც ერთი განცხადება არ მოგვისმენია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს. მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ მმართველ პოლიტიკურ ელიტას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს, როცა თავს ესხმით დასავლეთს, რომელიც ერთადერთი ფარია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, როცა აცხადებთ, რომ არ გაუტარებთ აშშ-ის ელჩს და ღიად ატარებთ ოკუპაციას და შემდგარ ანექსიას, ამაზე დუმილს ამჯობინებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ დიდი გული დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელზეც დგას ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და არ ეწინააღმდეგებით რუსეთის არამხოლოდ საოკუპაციო, არამედ ანექსიურ პროცესებს და იმ დასავლეთს, რომელსაც თავს ესხმით, არ მოუწოდებთ, ხმა აიმაღლოს იმ ანექსიურ პროცესებზე, რომელიც აფხაზეთში აქტიურად მიმდინარეობს. ეს დამოკიდებულება საქართველოს აყენებს საფრთხის წინაზე, რომ მარტო დარჩეს რუსეთთან,”- აღნიშნა დეპუტატმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადაგმისკენ მოუწოდებს.

,,მოვუწოდებ ხელისუფლებას გააკეთონ განცხადება ბიჭვინთის ანექსიის მორიგ ფაქტზე, დაგმონ ეს ფაქტი და მიმართონ პარტნიორებს, რომელსაც საუბედუროდ თავს ესხმიან, რათა ქვეყანას ჰქონდეს მხარდაჭერა, თავი დაანებონ პარტნიორებზე თავდასხმებს, რომელზეც დგას ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა,“- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი თემები