რუსულმა ძალებმა  ხარკოვი დაბომბეს – დაიღუპა 3 ადამიანი

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა  გამთენიისას ხარკოვის ოლქი დაბომბეს.  შემთხვევის შედეგად სალტივის რაიონში 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი 13 წლის ბავშვია.

,,სამწუხაროდ, ოკუპანტების მიერ ხარკოვში, სალტივის რაიონის დაბომბვას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – 13 წლის ბიჭი, კაცი და ქალი. დაშავდა 72 წლის ქალბატონი”, – განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.

გუბერნატორის ცნობით, დაღულთა და დაშავებულთა რაოდენობა საბოლოო არ არის.

მსგავსი თემები