,,თურქმენეთის პრეზიდენტთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად ახალი შესაძლებლობები განვიხილეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ  ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად ახალი შესაძლებლობები განიხილეს.

“ნაყოფიერი საუბარი მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენი დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტს ისეთი პროექტების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობის პოტენციალის ათვისებას გულისხმობს ურთიერთსასარგებლო მიზნების მისაღწევად”,-წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.

მსგავსი თემები